Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   


5.3. თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები უკვე დიდი ხანია დადგენილია. მიუხედავად ამისა, ენის განვითარების ცოცხალი პროცესი ხშირად ეურჩება, ეწინააღმდეგება დაკა-ნონებულს, იქმნება წინააღმდეგობა ნორმასა და მეტყველებას შო-რის, თავს იჩენს შეცდომები.
მეტყველი ინდივიდი, რომელიც ცდილობს საკუთარი ენო-ბრივი სისტემა დაამთხვიოს ენობრივ იდეალს (სალიტერატურო ენას), არჩევანის წინაშე დგება. იგი ვალდებულია დაიცვას სალიტ-ერატურო ენის ნორმა. სხვა შემთხვევაში მეტყველი (რომელიც ან-გარიშს არ უწევს სალიტერატურო ენის ნორმას) არ დგება არ-ჩევანის წინაშე, თავისუფლად, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე წარმოთქვამს ფორმებს.
მსგავსი ფაქტები დამაფიქრებელია. შესაძლოა, სწორედ აქ იკ-ვეთება ენობრივ ერთეულთა დამკვიდრების, ნორმად ქცევის ტენდენცია.
საინტერესოა თანამედროვე ქართულ ენაში მიმდინარე ფორ-მათწარმოებისა და ფორმათდამკვიდრების პროცესი.
დღეს წინააღმდეგობა შეიმჩნევა არა მხოლოდ სალიტერა-ტურო ენის ნორმებსა და ცოცხალ მეტყველებას შორის, არამედ თვით ნორმებშიც. ამის შედეგია ნორმათა დარღვევის შემთხვევები, ენობრივ ფორმათა ვარიანტები.
ენა მუდმივად განვითარებადი, ცვალებადი ფენომენია. მასში დევს ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც თავიდან იცილებს სიჭრელეს, პარალელიზმს, ორაზროვნებასა და გაუგებრობას... ნაირგვარ ფორ-მათაგან ზოგი მხოლოდ წერილობითს ძეგლებს შემორჩება, ზოგი კი სალიტერატურო ენის კუთვნილებად ანუ ნორმად იქცევა. ასე მოხდა, მაგალითად, ვ ბგერის ცვლილებასთან დაკავშირებით: დღეს ქარ-თულში არის სიტყვები: ბავშვი, ბავში, ბოვში, ბოში. პირველი სალიტერატურო ენის კუთვნილებაა, დანარჩენი - დიალექტებისა. საინტერესოა, როგორ გაჩნდა ან ერთი, ან დანარჩენი ვარიანტები და როგორ მოხდა მათი დამკვიდრება?
არნ. ჩიქობავას მიხედვით, ამ სიტყვათა ძირია შევ, ბა- თავსართია. თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ბაშვი, ბავში სიტყ-ვის ცვლის შემდგომი საფეხურია. ვ დაიკარგა იქ, სადაც თავდაპირველად იყო და დამკვიდრდა იქ, სადაც შემდეგ გაჩნდა:
ბაშვიბავშვიბავშიბოვშიბოში.
ამათგან სალიტერატურო ენაში ბავშვი დამკვიდრდა.
ანალოგიურად მოხდა ბევრ სხვა შემთხვევაშიც. მაგალითად, თანამედროვე ქართულში ნორმადაა ქცეული:
აბინავებს (<აბინაებს<ბინა)
ატყვევებს (<ატყვეებს<ტყვე)
აქვავებს (<აქვაებს<ქვა)
ახევებს (<ახეებს<ხე)
სხვა შემთხვევაში უფრო იყო მოსალოდნელი ვ ჩართული ფორმები ო-ზე დაბოლოებულ სახელთაგან ნაწარმოებ ებ თემისნიშ-ნიან ზმნათა აწმყოში, მაგრამ სალიტერატურო ქართულში ვ-ს გა-რეშეა წარმოდგენილი: აბოლოებს, ადროებს, ავიწროებს, აუთოებს, აფართოებს, აწარმოებს, აჯადოებს, აჯილდოებს
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებით და-კანონებულია ვ ჩართული ფორმები წყვეტილში: დააბოლოვა (და არა დააბოლავა), ადროვა, დაავიწროვა (ან შეავიწროვა), გააუთ-ოვა (ან დააუთოვა), გააფართოვა, აწარმოვა, მოაჯადოვა, დააჯილ-დოვა
ანალოგიის გზით სასაუბრო ენაში აღნიშნულ ზმნათა ვ ჩარ-თული ფორმები გავრცელდა აწმყოშიც, ე. ი. გაჩნდა ვარიანტები, რომელთაგან:

მცდარია: მართებულია:
აბოლოვებს აბოლოებს
ადროვებს ადროებს
ავიწროვებს ავიწროებს
აუთოვებს აუთოებს
აფართოვებს აფართოებს
აწარმოვებს აწარმოებს
აჯადოვებს აჯადოებს
აჯილდოვებს აჯილდოებს
ო-ს შემდეგ და -ებ სუფიქსის წინ ვ-ს ჩართვა V-XI საუკუნეთა ქართულისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. წერილობითს ძე-გლებში დადასტურებულია: სათნოვებაÁ, სარწმუნოვებაÁ, უსჯუ-ლოვებაÁ, უცხოვებაÁ
შემდგომ საფეხურზე ამ ფორმებში დაიკარგა ვ და სალიტ-ერატურო ქართულში დამკვიდრდა: სათნოება, სარწმუნოება, უს-ჯულოება, უცხოება
ზოგჯერ პარალელური ვინიანი და უვინო ფორმები ნორმითაც არის დაშვებული. მაგალითად, ვ. თოფურიასა და ივ. გიგინეიშვილის "“ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის” მიხედვით მართე-ბულია:
(გაუღონივრდება; გაუღონივრდა; გაღონივრებია)
გაუღონიერდება; გაუღონიერდა; გაუღონიერებია
(გაღონივრდა) გაღონიერდა
(გაღონივრებულა) გაღონიერებულა
მასდ.: (გაღონივრება) გაღონიერება
მიმღ.: (გაღონივრებული) გაღონიერებული (გვ.182).
შდრ.: ღონიერი (<ღონე) - ნებიერი (<ნება)
ნებიერინებივრობა, განებივრება, განებივრებული, ანე-ბივრებს
ნებიერი-საგან მიღებულ ზმნურ და სახელზმნურ ფორმებში არჩევანი გაკეთებულია: ვინიანი ფორმებია დაკანონებული. უვინო ფორმები არც გვხვდება.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით, ზოგჯერ ვ-ს ჩართვა-ჩაურთველობა სემანტიკურ სხვაობას ქმნის. მაგალითად:
გაციება (<ციება) - გააციებს
გაციებული (ვისაც გააცია)
შდრ.: ვინიანი გაცივება (<ცივი) - გააცივებს
გაცივებული (ვინც ან რაც გააცივეს ან გაცივდა)
(ქართული ენის ორთ. ლექს., გვ.184).
ხშირად სასაუბრო ენასა და დიალექტებში ვ დაკარგულია, დარღვეულია ნორმა: გააციებს, გაციებულა, გაციებული (გაცივების მნიშვნელობით).
თანამედროვე სალიტერატურო ენაში, ცოცხალ მეტყველებასა და დიალექტებში ვ-ს ჩართვა-დაკარგვის ნაირგვარი ფაქტები დას-ტურდება. ბაგისმიერი ო-ს გვერდით კბილბაგისმიერი ვ შეიძლება დაიკარგოს ან გაჩნდეს.
მცდარია: მართებულია:
აიტკიო აიტკივო
უთაო, უთაობა უთავო, უთავობა
უდაო, სადაო უდავო, სადავო
მაგრამ: გამბედავობა გამბედაობა
გაჰყინვოდა გაჰყინოდა
გაჰყიდვოდა გაჰყიდოდა
გაჰპრანჭვოდა გაჰპრანჭოდა
დაჰფანტვოდა დაჰფანტოდა
როგორც წესი, ნორმირებისას დიდ როლს თამაშობს გავრ-ცელებულობა. ზოგჯერ ზოგიერთი მოვლენა იმდენად ფართოდ გავრცელდება ენაში, რომ აშკარად გამოიკვეთება წინააღმდეგობა ნორმასა და მეტყველებას შორის. მაგალითად, თანამედროვე ქარ-თული სალიტერატურო ენის ნორმებით -ობ თემისნიშნიანი ზმნების I თურმეობითში ჭარბია ვ. უნდა იყოს: ვცნობ, ვეცნობი _ მიცნია, გამიცნია და არა: მიცვნია, გამიცვნია; ვგრძნობ _ მიგრძნია და არა: მიგრძვნია. სასაუბრო ენა ვინიან (მიცვნია, მიგრძვნია) ფორმათა დამკვიდრების ტენდენციას ავლენს.
ხშირად გავრცელებულობა ნორმებში არსებულ ვარიანტულ ფორმათა არჩევანის საშუალებაა. მაგალითად, "თანამედროვე ქარ-თული სალიტერატურო ენის ნორმებში” რეკომენდებულია როგორც თანაბარუფლებიანი პარალელური ფორმები:
შევცილებივარ / შევსცილებივარ
მივჩერებივარ / მივსჩერებივარ
ვკითხე / ვჰკითხე
მოვწონვარ / მოვსწონვარ
ვძულვარ / ვსძულვარ
ვგავარ / ვჰგავარ
მოვთხოვე / მოვსთხოვე
მოვტაცე / მოვსტაცე
უმჯობესია, უპირატესობა მიეცეს პირველ ვარიანტს.
ნორმის დადგენისას აუცილებელია ანგარიში გაეწიოს ენის შინაგან კანონებსა და მისწრაფებას უნიფიცირებისა და სისტემის ერთიანობისაკენ, სიმეტრიულობისაკენ. თუმცა ზოგჯერ ამა თუ იმ ნორმის შემოტანა ხდება თვითნებურად, ინდივიდუალური ენობრივი ალღოთი. მაგალითად, ვითარებით ბრუნვაში დონის დაყრუებას ხელს უწყობდა მოქმედებითი ბრუნვის ნიშნის ანალოგია. დონიანი ფორმის დაკანონებით შეფერხდა ბრუნვათა სისტემის უნიფიკაციის ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვითარებითის დაბოლოება დონი ნორმაა და აუცილებელია მისი დაცვა, ზეპირ მეტყველებაში მეტწილად მაინც თანი ისმის.
ენობრივ დარღვევათა საფუძველი ზოგჯერ სწორედ ნორმის უზუსტობაა. მაგალითად, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებით მიცემითში დასმულ I-II პირის ნაცვალსახელთა თანდებულიან და ზმნისართიან ფორმებთან მართებულად უსანო ფორმებია მიჩნეული:

მცდარია: მართებულია:
ჩემსკენ (ჩვენსკენ) ჩემკენ (ჩვენკენ...)
ჩემს (ჩვენს) წინაშე ჩემ (ჩვენ...) წინაშე
ჩემს (შენს) წინ ჩემ (შენ...) წინ
ჩემს (შენს) მიერ ჩემ (შენ...) მიერ
ჩემს (შენს) მაგიერ ჩემ (შენ...) მაგიერ
ჩემს (შენს) ახლოს ჩემ (შენ...) ახლოს
ჩვენს (თქვენს) შორის ჩვენ (თქვენ) შორის
სასაუბრო ენაში უფრო გავრცელებულია სანიანი ფორმები. თანდებულ- და ზმნიზედადართულ ფორმათა მართლწერას სა-ფუძვლად არ უდევს ერთიანი პრინციპი, სხვა შემთხვევაში სალიტ-ერატურო ენის ნორმებით გამართლებულია სანიანი ფორმები: ჩემს (შენს, ჩვენს, თქვენს) იქით, ჩემს (შენს) შემდეგ (შემდგომ). ამ ფორმათა ანალოგიით ზემოთ აღნიშნულ ფორმებშიც გაჩნდა ს. მა-შასადამე, მისწრაფება უნიფიკაციისაკენ, სისტემურობისაკენ ბუნე-ბრივად აისახა ცოცხალ მეტყველებაში.
ნორმა ზუსტი არ არის ისმის _ ისმება ფორმებთან და-კავშირებითაც. ისმის კითხვა თუ ისმება კითხვა?
ქეგლ: ისმის - 1. ყურთასმენამდე აღწევს, გასაგონი ხდება - მოისმის, გაისმის. ზარის ხმა ისმის. 2. გადატ. იციან და ლაპარაკობენ ვისიმე, რისამე შესახებ. მათ შესახებ აღარაფერი ისმის.
ისმება  ისმევა _ 1. სმა (დალევა) შეიძლება: სუფრაზე ბევრი ღვინო ისმება. 2. შეიძლება დასვან, დასვამენ.
ორთ. ლექს.: 1. ისმება  ისმის; ისმებოდა  ისმოდა (კითხვა). 2. ისმება (წყალი) ისმევა   ისმება.
ყოველივე ეს ნორმის უზუსტობაზე მეტყველებს. კითხვა ის-მება და არა კითხვა ისმის, ე. ი. არ არის მომხდარი ფორმათა დიფერ-ენციაცია.
ანალოგია ხშირად არის ნორმის დარღვევის მიზეზი. მაგალი-თად, კუთვნილებითი ნაცვალსახელი არსებითთან ერთად ისე იბრუნვის, როგორც თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი საზღვრულთან ერთად. განსხვავება იმაშია, რომ თანამედროვე ქართული სალიტ-ერატურო ენის ნორმების მიხედვით კუთვნილებით ნაცვალსახელებს მიცემითსა და ვითარებითში უნდა დაერთოს -ს ნიშანი: ჩემს (შენს, მის) მეგობარს, მეგობრად, ჩვენს (თქვენს, მათს) მეგობარს, მეგო-ბრად. თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელის ანალოგიით სასაუბრო ენაში გვხვდება დარღვევები: ჩემ მეგობარს, ჩემ მეგობრად, მათ მეგო-ბარს, მათ მეგობრად
ანალოგიის გზით ფუძედრეკადი უთემისნიშნო ზმნების პარალელურად ენაში გავრცელდა თემისნიშნიანიც.
მცდარია: მართებულია:
გლეჯავსგლიჯავს გლეჯს
გრეხავსგრიხავს გრეხს
ჩხრეკავსჩხრიკავს ჩხრეკს
წყვეტავსწყვიტავს წყვეტს

ასევე გამოვყოფთ მეშველზმნიან ფორმებს.
მცდარია: მართებულია:
ვიცინივარ ვიცინი
ვტირივარ ვტირი
ვმღერივარ ვმღერი
ვცეკვავარ ვცეკვავ
ვხტივარ ვხტი
ვყვირივარ ვყვირი
უმეშველზნო ფორმები ძველი ყალიბია. შდრ.: ვზი-ვზივარ, ვრბი-გავრბივარ. ამ შემთხვევაში მეშველზმნიანი წარმოება განვი-თარდა, ძველი დაიკარგა. სხვა შემთხვევებში კი დაკანონებულია ძველი ყალიბი: ვტირი, ვყვირი
ნორმირების თვალსაზრისით საინტერესოა სხვა მეშ-ველზმნიან ფორმათა ვარიანტებიც.
მცდარია: მართებულია:
ვგევარ ვგავარ
ვდგევარ ვდგავარ
ვყევარ ვყავარ
მივყევარ მივყავარ
მიმყევხარ მიმყავხარ
აგრეთვე: ნარიან საწყისთა ანალოგიით (პოვნა, შოვნა) ენაში გაჩნდა ზმნური ვარიანტები, რომელთაგან:
მცდარია: მართებულია:
იპოვნის იპოვის
იპოვნა იპოვა
იპოვნოს იპოვოს
უპოვნია უპოვია
იშოვნის იშოვის
იშოვნა იშოვა
იშოვნოს იშოვოს
უშოვნია უშოვია
ანალოგია საერთოდ ენაში ძლიერ მოქმედი პრინციპია. იგი ხშირად სისტემის უნიფიკაციის საფუძველიცაა. ასეა დაუხატავს _ დაუხატია, დაუბამს _ დაუბია ზმნათა შემთხვევაშიც. ენაში პარალელურ ფორმათა დიფერენციაცია მომხდარია: ცოცხალ მეტყ-ველებაში -ია დაბოლოებიანი თურმეობითია გავრცელებული. დაუხატავს, დაუბამს ორმაგ სემანტიკას გამოხატავს. აქ ნორმა ჩამორჩება ენის განვითარებას. სალიტერატურო ენაშიც აუცილე-ბელია დიფერენცირება. -ია დაბოლოებიან ფორმათა ნორმად ქცევა ენის შინაგანი განვითარების კანონით, უნიფიკაციის პრინციპითაა შეპირობებული. ამის სასარგებლოდ მეტყველებს აგრეთვე სასაუ-ბრო ენაში უთემისნიშნო პარადიგმის გავრცელება:
ნორმის მიხედვით უნდა იყოს დავუბამვარ, დაუბამხარ, დაუხატავხარ, მაგრამ სალაპარაკო ენაში გავრცელებულია უთემის-ნიშნო ფორმები: დავუბივარ, დაუბიხარ, დავუხატივარ, დაუხატიხარ. I-II პირის უთემისნიშნო ფორმათა პარადიგმის გაგრძელებაა დაუხატია, დაუბია.
ზოგჯერ არასწორადაა გაგებული ენაში არსებული ფორმები. მაგალითად: იღებს _ ღებულობს, იგებს _ გებულობს ეს ზმნები სინონიმებად აღიქმება, თუმცა ისინი განსხვავდებიან როგორც წარ-მოების, აგებულების, ისე სემანტიკის (მომენტურობა-განგრძობითობის) თვალსაზრისით. მათი ნორმირებაც ამ უკანასკ-ნელის საფუძველზე მოხდა და სალიტერატურო ენაში ორივე ფორმა დამკვიდრდა. ბ. ჯორბენაძის მიხედვით, ასეთია, აგრეთვე, იწვის (შეშა იწვის) - ცეცხლი უკიდია და იწვება (კარტოფილი იწვება) - ცეცხლზე ძალიან ფიცხდება. ქეგლ-ის მიხედვით, იწვის და იწვება სინონიმებია. შესაბამისი მოქმედებითი კი სხვადასხვა სემანტიკის ორივე ფორმისათვის არის წვავს. ის, რაც მოქმედებითში მხოლოდ კონტექსტით განსხვავდება ან ზმნისწინს იყენებს ამ მიზნით (დაწ-ვავს-შეწვავს), ვნებითში ორგვარი (ადრინდელი-იწვის და გვიან-დელი-იწვება) ყალიბით განსხვავდა. ენამ სწორედ ამისთვის მიმართა პარალელურ წარმოებას, რომლის დანიშნულება სრულიადაც არ არის მხოლოდ ლექსიკურ მნიშვნელობათა დაპირისპირება.
ენას პარალელურ ფორმათა დიფერენციაციისათვის ნაირგვარი საშუალებები მოეპოვება:
ა) ერთ-ერთია გვარის მიხედვით დიფერენცირება: მაგალითად, მალავს _ იმალვის  იმალების მას შემდეგ, რაც ვნებითის ყალი-ბის საბოლოო გაფორმება აწმყოში მოხდა -ა სუფიქსით, გაჩნდა ერთი სემანტიკის იმალვის  იმალება ფორმები, რომელთაგან დღეს ნორმაა იმალება. სხვა შემთხვევაში სწორია ორივე: იღიმება  იღიმის ან, პირიქით, -ს სუფიქსიანი ფორმაა მართებულად მიჩ-ნეული: იქადნება კი არა იქადის, იცოხნება კი არა იცოხნის
ბ) ზოგჯერ დიფერენციაციის საფუძველი შეიძლება იყოს დროის კატეგორია. მაგალითად: პასუხობს _ უპასუხებს, კარ-ნახობს _ უკარნახებს  პირველი აწმყოა, მეორე - მყოფადი  თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ფორმები გამიჯნუ-ლია, თუმცა შეცდომები მაინც არსებობს.
დარღვევები გვხვდება სხვა ზმნურ ფორმებთანაც. მაგალი-თად: გარდამავალ ორპირიან ზმნათა I-II თურმეობითის ფორმებში გაჩენილია ნ.
მცდარია: მართებულია:
გაუყიდნია, გაეყიდნა გაუყიდია, გაეყიდა
უცემნია, ეცემნა უცემია, ეცემა
დაუთესნია, დაეთესნა დაუთესია, დაეთესა
უთამაშნია უთამაშია
ეთამაშა  ეთამაშნა შემთხვევაში ნ მადიფერენცირებელია, ამდენად, აუცილებელია: ეთამაშა ის მას (წყვეტილი) და ეთამაშნა მას ის (II თურმეობითი).
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებით -ებ თემისნიშნიან გარდამავალ ზმნებს I თურმეობითსა და III კავშირე-ბითში თემის ნიშნის შემდეგ ინ დაერთვის.
მცდარია: მართებულია:
აეშენებია, აეშენებიოს აეშენებინა, აეშენებინოს
დაებადებია, დაებადებიოს დაებადებინა, დაებადებინოს
გაეკეთებია, გაეკეთებიოს გაეკეთებინა, გაეკეთებინოს
დაეშავებია, დაეშავებიოს დაეშავებინა, დაეშავებინოს
ხშირად ენაში ადგილი აქვს სუფიქსთა მონაცვლეობას. ზმნათა ერთ ნაწილში (ამკობს, ახშობს, ათბობს, აჭკნობს, ანგარიშობს, თავობს, დიდობს...) -ობ სუფიქსი დამკვიდრებულია და მერყეობის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. პარალელური ფორმები დასტურდება სალიტერატურო ენაში: საყვედურობს// ესაყ-ვედურება, პატრონობს//ეპატრონება...
ზოგჯერ -ობ | -ებ სუფიქსები განასხვავებენ სხვადასხვა ძირის ზმნებს: იწყობს_იწყებს (დაწყობა_დაწყება), იცხობს_იცხებს (დაცხობა_დაცხება)...
ზოგჯერ -ობ | -ებ მონაცვლეობა შეცდომათა მიზეზიც ხდება.
მცდარია: მართებულია:
წარმოიშვება წარმოიშობა
იხრჩვება იხრჩობა
იფვლება იფლობა
სხვა შემთხვევებში კანონიერად -ებ სუფიქსიანი ფორმებია მიჩნეული.
მცდარია: მართებულია:
ასწრობს ასწრებს
აწობს აწებს
უშობს უშვებს
გამოუშობს გამოუშვებს
ბიბინობს ბიბინებს
კუნტრუშობს კუნტრუშებს
ჭიკჭიკობს ჭიკჭიკებს
აპირობს აპირებს
კისკისობს კისკისებს
ლაქლაქობს ლაქლაქებს
ტიტინობს ტიტინებს
ჩუხჩუხობს ჩუხჩუხებს
ტრიალობს ტრიალებს
წრიალობს წრიალებს
ღრიალობს ღრიალებს
ფრიალობს ფრიალებს
ბრჭყვიალობს ბრჭყვიალებს
თუ საწყისი -ვა მარცვალზე ბოლოვდება, თემის ნიშნად ზმნას -ავ მოუდის, თუ -მა-ზე, _ -ამ.
მცდარია: მართებულია:
ვაბავ ვაბამ
ვიცვავ ვიცვამ
ვსვავ ვსმამ
დავარტყავ დავარტყამ
ხშირად თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორ-მები დარღვეულია ზმნისწინიან ფორმებშიც.

მცდარია: მართებულია:
ავღნიშნე აღვნიშნე
ავღწერე აღვწერე
ვანხორციელებ ვახორციელებ
ანსახიერებს ასახიერებს
გაანთავისუუფლა გაათავისუფლა
ანვითარებს ავითარებს
ინკურნება იკურნება
გაანცვიფრა განაცვიფრა//გააცვიფრა
წაადგენს წარადგენს
ღზრდის ზრდის
ღძრავს ძრავს
ანზოგადებს აზოგადებს
ანრისხებს არისხებს
ანცალკევებს აცალკევებს
ანსხვავებს ასხვავებს
კიდევ უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება. თუმცა წარმოდგენილი მასალაც მოწმობს, რომ ზოგჯერ არა მხოლოდ მეტყ-ველი ინდივიდი, არამედ თვით ენის განვითარების ცოცხალი პროცე-სიც ეურჩება, ეწინააღმდეგება დაკანონებულს. ენაში ყოველთვის ჩნდება ზოგიერთი ფორმის ფონეტიკურად თუ მორფოლოგიურად შეპირობებული ვარიანტები, იწყება პარალელურ ფორმათა ჭიდილი. სწორედ მათი გამიჯვნის პროცესი აისახება ენობრივი სის-ტემის სხვადასხვა რგოლში და შედეგად მიიღება ახალ-ახალი ენო-ბრივი ერთეულები, რომელთაგან მხოლოდ მცირედი ნაწილი აღ-მოჩნდება საყოველთაო დამკვიდრებისათვის საჭირო მონაცემების მქონე.
ამდენად, ნორმათა დარღვევის მიზეზია არა მხოლოდ, როგორც ვ. თოფურია აღნიშნავდა, ”ჩვენი დაუდევარი, უყ-ურადღებო მოპყრობა ლიტერატურული ენის ნორმათა დაცვისათ-ვის” (ვ. თოფურია, 1965, გვ. 45), არამედ ენაში მიმდინარე პროცე-სები, ენის შინაგანი განვითარების კანონის მოქმედება.
აუცილებელია ენის ნორმების ცოდნა, რადგან ენა სავსეა პარალელური ფორმებით და, როცა არჩევანის წინაშე დავდგებით, უნდა შეგვეძლოს, უპირატესობა მივანიჭოთ სტანდარტულ, კა-ნონიერ ფორმას.


ლიტერატურა

ა. არაბული, ქართული მეტყველების კულტურა, თბ., 2004.
შ. აფრიდონიძე, ჩვენი ენა ქართული, თბ., 2002.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, I, თბ., 1989.
ვ. თოფურია, ქართული ენა და მართლწერის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1985, თბ.,1988.
ივ. გიგინეიშვილი, ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1998.
ალ. კობახიძე, როგორ ვიცავთ ქართული ენის ნორმებს? ქსკს, XI, თბ., 1998.
დ. მელიქიშვილი, ქართული ზმნის უღლების სისტემა, თბ., 2001.
რ. საღინაძე, ქართული მართლწერისა და სწორმეტყველების საკითხები, ქუთაისი, 1995.
რ. საღინაძე, ქართული სალიტერატურო ენის ნორმირების საკითხები: კრებული - შოთა ძიძიგური 90, თბ., 2002.
რ. საღინაძე, ზმნურ ფორმათა ვარიაციულობა და ნორმირების სა-კითხები ქართულში: გელათის მეცნ. აკად. ჟურნ., #2, თბ., 2003.
რ. საღინაძე, ვ ბგერის ცვლილების რამდენიმე შემთხვევა და ნორმირება: ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკულტეტის შრომები, VIII, ქუთაისი, 2006.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, I-VIII, თბ., 1950-1964.
ქართული სიტყვის კულტურის საკითხები, I-XII, თბ., 1966-2004.
არნ. ჩიქობავა, სალიტერატურო ენა და ნორმა: ქსკს, II, თბ., 1979.
ბ. ჯორბენაძე, ქართული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები, თბ., 1980.
ბ. ჯორბენაძე, ქართული ენის ფაკულტატიური გრამატიკის საკითხები, თბ., 1985.