Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   


3.3. ზმნის პარადიგმა


ქართული ზმნის კვლევის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მიუხედავად, დღემდე გრძელდება კამათი ისეთ მნიშვნელოვან სა-კითხებზე, როგორიცაა: მწკრივთა/ნაკვთთა დაჯგუფებისა და სახ-ელდების პრინციპები, უღლების ტიპების რაოდენობა, მორფოლო-გიური ყალიბებისა და სემანტიკური კონების მიმართება და სხვ. (სა-კითხის მიმოხილვისათვის იხ.: ბ.ჯორბენაძე, 1980; ა.არაბული, 1984; გ.გოგოლაშვილი, 1988; დ.მელიქიშვილი, 2001; თ.უთურგაიძე, 2002; ტ.ფუტკარაძე, 2006).
უღვლილების ერთეულის აღსანიშნავად გრამატიკულ ლიტერა-ტურაში სხვადასხვა ტერმინი გამოიყენება: დრო, წევრი, რიგი, დრო-კილო, მწკრივი, ნაკვთი. ამჟამად დამკვიდრებულია მწკრივი და ნაკ-ვთი; სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი მწკრივი დაამკვიდრა ა.შანიძემ, ხოლო ნაკვთი - არნ. ჩიქობავამ. ტერმინოლოგიური სი-ჭრელე თავს იჩენს, აგრეთვე, ცალკეული ნაკვთების სახელდებისას, მაგალითად, ძველი გრამატიკოსებიდან მოყოლებული, წყვეტილის პარალელურ ტერმინებად გვხვდება: აორისტი, ნამყო სრული, ნამყო წყვეტილი, ნამყო ძირითადი...
ქართულ ზმნას, როგორც ლექსიკური მნიშვნელობის მქონე ერთეულს, მრავალი ფორმობრივი ვარიანტი (მორფოლოგიური სახესხვაობა) აქვს. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ერთი ზმნის სახესხვაობანი დახარისხებულია გვარისა და ქცევის ფორმე-ბად, აქტიურ და პასიურ ყალიბებად, დიათეზებად, მსგავსი უღლების მქონე ჯგუფებად, მწკრივებად, პირის ფორმებად...
ფრანჩესკო-მარიო მაჯოს "ქართული ენის სახელმძღვანელოში" მწკრივთა - დრო-კილოთა მიხედვით გამოყოფილ ზმნურ ყალიბთა - რაოდენობა (11) და ფუნქციები ლათინურის მსგავსია, ზმნური ფორმები კი ზოგჯერ გურულ კილოს ასახავს:
აწმყო (მოვალ), ნამყო უსრული (მოვიდოდი), ნაკლებ ახლო ნამყო უსრული (მე მოველო), ყველაზე უფრო ახლო ნამყო სრული (მე მოსსული ვარ), ნამყო წინარე წარსული (მე მოსსული ვიყავი), მყოფადი (მე მოვალ), ბრძანებითი (შენ მოდი), აწმყო და უწყვეტელი (ნეტა/ნეთანს მოვიდოდი), ნამყო სრული (ნეტა/ნეთანს მოსსული ვიყავი), მყოფადი (ნეთანს მოვალ), აწმყო და ნამყო სრული (მოსსულა/მოსვლა - საწყისი) (თ.უთურგაიძე, 1999, გვ. 40-56).
მე-17 საუკუნის 70-იან წლებში ბერნარდო-მარია ნეაპოლელი მაჯოს მიხედვით იაზრებს ზმნურ პარადიგმას, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისში ანონიმი ავტორი (იტალიელი მისიონერი) ბერნარ-დოს/მაჯოს პრინციპებით წარმოადგენს ქართული ზმნის პარადიგმას, რომელიც გამართულია სემანტიკური პრინციპით; მაჯოს პარადიგ-მასთან შედარებით, ანონიმის ვარიანტი უფრო სრულყოფილი ჩანს. აქ ერთ რიგში გვერდიგვერდაა ვინ-იანი და მან-იანი ფორმები და სხვადასხვა ყალიბი (მ-ი-ყვარს, შე-მ-ე-ყვარ-ა...), სულ 12 მწკრივი:
აწმყო (მიყვარს), ნამყო უსრული (მიყვარდა), ნამყო სრული (შევიყ-ვარე), მეორე ნამყო სრული (მე შემიყვარებია), ნამყო უსრულესი (მე შე-მეყვარა), მყოფადი (მე შევიყვარებ), ბრძანებითი (შენ შეიყვარე), აწმყოსა და ნამყო უსრულის/უწყვეტლის ნატვრითი (ნეტამც მე მიყვარდეს), ნატ-ვრითის ნამყო სრული (ნეტამც მე შემეყვაროს), ნატვრითის ნამყო უს-რულესი (ნეტამც მე შემეყვარა), ნატვრითის მყოფადი (რომ მე შევიყ-ვარო), კავშირებითის აწმყო (მე შევიყვარო) (თ.უთურგაიძე, 1999, გვ. 68-69).
სულხან-საბა ორბელიანის ენათმეცნიერული ნააზრევი წარ-მოდგენილია "ლექსიკონი ქართულისთვის” წამძღვარებულ ტრაქტატში: "სასწავლო ყრმათა”. ზმნურ პარადიგმებს სულხან-საბა მთლიანად იტალიელ მისიონერთა ნაშრომების მიხედვით ქმნის. ავ-ტორი ასახელებს "მიყვარს” ზმნის ფორმებს, რომლებიც იტალიელი ანონიმის იტალიურ-ქართული ლექსიკონში ამავე ზმნის პარადიგმას ემყარება, მსჯელობს ქართული ენის მორფემათა ფლექსიურ და დე-რივაციულ ფუნქციათა შესახებ. სულხან-საბა დღევანდელი მორ-ფემის გაგებით იყენებს ტერმინ "ართრონს”.
ზმნურ ფორმათა ანტონ კათალიკოსისეული ანალიზი ფორმო-ბრივ-ფუნქციურ პრინციპს ემყარება. კილოს (სქესის) კატეგორია არსებითია ფორმათა განაწილებისას დროებში:
I. საზღვრებითისა სქესისა (თხრობითი კილო; თ.უთურგაიძე): 1. აწმყო (შევჰკრავ), 2. ნამყო უსრული (შევჰკკრAდი), 3. ნამყო სრული (შევჰკარ), 4. ნამყო უსრულესი (შემიკრავს), 5. ნამყო უუსრულესი (შემეკრა), 6. მყოოფადი (შევჰკრა);
II. ბრძანებითისა სქესისა: 7. აწმყო (შეჰკარ! ნუ შეჰკრავ), 8. მყოოფადი (შევჰკრAდეთ);
III. საწადისისა სქესისა (ნატვრითი კილო; თ.უთურგაიძე): 9. აწმყო და მყოოფადი (ვაშათE შევჰკრAდე), 10. ნამყო უსრული (ვაშათE შევჰკრAდი), 11. ნამყო სრული და უსრულესი (ვაშათE შემიკრAეს), 12. ნამყო უს-რულესი (ვაშათE შემეკრა);
IV. Aპოტეტიკა~სა სქესისა (ქუეწყობილობითი სქესი ანუ კავშირებითი კილო; თ.უთურგაიძე): 13. აწმყო და მყოოფადი (უკეთუ შევჰკრAდე), 14. ნამყო უსრული (უკეთუ შევჰკრAდი), 15. ნამყო სრული და უსრულესი (უკეთუ შემიკრAეს), 16. ნამყო უსრულესი (უკეთუ შემეკრა)... (ანტონ I, 1885, გვ. 24-25).
გაიოზ რექტორი (ქართული ღრამმატიკა, 1970) პირველი ით-ვალისწინებს ზმნურ ხმოვან პრეფიქსებს ქართული ზმნის უღლების ტიპების გამოყოფისას და წარმოადგენს 6 სახეს/ყალიბს. I, III, IV, V და VI უღლებაში სუბიექტური უღლების ზმნებია გაერთიანებული, II უღლებას მიაკუთვნებს იმ ზმნებს, რომელთაც არ გააჩნიათ სუბიექტური უღლება:
1. ვაქებ, 2. მჰღვიძავს, 3. ვესვრი, 4. ვიქმ, 5. ვუბნობ, 6. ვჰსწერ (ე.ნიკოლეიშვილი, 1970, გვ. 71-73; გ.გოგოლაშვილი, 1988, გვ. 36-37; შდრ., ალ.ფოცხიშვილი, 1979, გვ. 168-170).
აღნიშნული კლასიფიკაცია მხოლოდ მოქმედებითი გვარის ზმნებს შეეხება. იქვე ავტორი მიანიშნებს, რომ შესაბამისი ვნებითები ერთგვარად იუღვლის (გვ.71-72).
გაიოზ რექტორი თავის გრამატიკაში მსჯელობს აგრეთვე ზმნის-წინის ფუნქციაზე - აწმყოსაგან აწარმოოს მყოფადი: "...ვჰსწერ არს ზმნა აწმყო~, მარტივი, საზღურებითისა სქესისა... დავჰსწერ, რო-მელიცა არღარა ჰნიშნავს აწმყოსა დროსა, არამედ მყოობადსა”’ (გაიოზი, 1970, გვ.68). მაგრამ გაიოზთან დავჰსწერ ტიპის ფორმები პარადიგმებში არ აისახა.
დიმიტრი ყიფიანის "ახალი ქართული გრამმატიკა" (1882 წ.) საყურადღებოა იმით, რომ მან პირველმა ქართულ გრამატიკაში III კავშირებითის ფორმები ცალკე საუღლებელ ერთეულად გამოყო. ამასთან ავტორი სხვადასხვა მწკრივებად წარმოადგენს III კავშირე-ბითის ზმნისწინიან და უზმნისწინო ფორმებს ნატვრით დახრაში.
დ. ყიფიანი, გაიოზის მსგავსად, შესაძლებლად მიიჩნევს ყველა შემთხვევაში ზმნისწინიან და უზმნისწინო ფორმათა დაპირისპირე-ბას და, რაც მთავარია, ზმნისწინით დაპირისპირებულ ფორმებს ცალ-ცალკე საუღლებელ ერთეულებად წარმოადგენს არა მხოლოდ I სერიაში, არამედ II და III სერიაშიც. იგი გაიოზისაგან განსხვავებით, ამ პრინციპს ბოლომდე ატარებს:
ვაკეთებ (დახრა ჩვენებითი, დრო ახლანდელი - აწმყო)
გავაკეთებ (დახრა ჩვენებითი, დრო მომავალი გასათავებელი)
ვაკეთებდი (დახრა ჩვენებითი, დრო გავლილი უსრული)
გავაკეთებდი (დახრა ჩვენებითი, დრო გავლილი სრული)
ვაკეთებდე (დახრა პირობითი, დრო ახლანდელი უსრული)
გავაკეთებდე (დახრა პირობითი, დრო ახლანდელი სრული)
ვაკეთე (დახრა ჩვენებითი, დრო გავლილი უსრულესი)
გავაკეთე (დახრა ჩვენებითი, დრო გავლილი უსრულესი სარწმუნო)
ვაკეთო (დახრა პირობითი, დრო მომავალი მარტივი)
გავაკეთო (დახრა პირობითი, დრო მომავალი სრული)
მიკეთებია (დახრა ჩვენებითი, დრო გავლილი ბერძნული აორისტი)
გამიკეთებია (დახრა ჩვენებითი, დრო გავლილი აორისტი გათავებული)
მეკეთებინა (დახრა ჩვენებითი, დრო გავლილი უსრული)
გამეკეთებინა (დახრა პირობითი, დრო გავლილი სრული)
მეკეთებინოს (დახრა ნატვრითი, დრო გავლილი უსრული)
გამეკეთებინოს (დახრა ნატვრითი, დრო გავლილი სრული).
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დრო-კილოთა ამგვარ სისტე-მას დ.ყიფიანი მხოლოდ შესაძლებელ ვარიანტად მიიჩნევს, ხელოვ-ნურად გართულებულად თვლის და შენიშნავს: "აუცილებელია, უნდა შემოკლდეს როგორმე ეს უღვლილება” (გვ.104). გამარტივე-ბული სისტემა კი 8 ერთეულს გულისხმობს. ამდენად, დ.ყიფიანი 16 ერთეულიანი პარადიგმის გვერდით განიხილავს შემოკლებულ, 8 ერთეულიან მწკრივთა სისტემას.
შენიშვნა: ერთი საუკუნის შემდეგ ეს სქემა (16 მწკრივიანი) სამეცნიერო მიმოქცევაში ხელახლა შემოაქვს ა.არაბულს და მას "ქართული ზმნის ფორმათა სემანტიკურ ანალიზს" არქმევს (იხ. ა.არაბული, 1984; ა.არაბული, 1992).
ორიგინალური და საინტერესოა საუღლებელ ერთეულთა სი-ლოვან ხუნდაძისეული დაჯგუფება. თუ აქამდე დაჯგუფება ხდე-ბოდა ძირითადად კილოთა, ანდა საწარმოებელი ფუძის მიხედვით, ს. ხუნდაძე საუღლებელ ერთეულებს დროთა მიხედვით აჯგუფებს:
I. აწმყოს ჯგუფი: ვსწერ
ვსწერდე
II. ნამყოს ჯგუფი: ვსწერდი
ვსწერე (დავსწერე)
მიწერია (დამიწერია)
მეწერა (დამეწერა)
მეწეროს (დამეწეროს)
ვსწერდი (დავსწერდი)
III. მყოფადის ჯგუფი: ვსწერ (დავსწერ)
ვსწერდე (დავსწერდე)
ვსწერო (დავსწერო) (ს.ხუნდაძე, 1907, გვ. 16-19).
ს.ხუნდაძის დამსახურებად ითვლება ის ფაქტი, რომ მკვლევარმა თითოეულ საუღლებელ ერთეულს შესაბამისი კითხვა მიუსადაგა. ეს კითხვები მეტ-ნაკლებად ყველა ტიპის ზმნებისთვის არის გათვალის-წინებული.
ზმნური პარადიგმის გამართვის თვალსაზრისით XX საუკუნის მანძილზე გრამატიკოსებს არსებითი სიახლე არ შემოუთავაზებიათ; ფაქტობრივად დღემდეა გაბატონებული XIX საუკუნის ბოლოს თ.ჟორდანიას, დ.ჩუბინაშვილის, კ.დოდაშვილისა და სხვათა მიერ წარმოდგენილი საუღლებელი ერთეულების რიგი მცირედი ცვლი-ლებებით; სამივე ავტორი საუღლებელ ერთეულებს საწარმოებელი ფუძის პრინციპის მიხედვით ალაგებს, გამოყოფილია დრო-კილოთა ორი ჯგუფი: 1. აწმყოზე დამყარებული, 2. წყვეტილზე დამყარე-ბული. სანიმუშოდ წარმოვადგენთ კ. დოდაშვილის მწკრივთა სის-ტემას: I ჯგუფი: აწმყო (მოთხრობითი) - ვაკეთებ, მომავალი (მოთხრო-ბითი) - გავაკეთებ, აწმყო (ნატვრითი) - ვაკეთებდე, მომავალი (ნატ-ვრითი) - გავაკეთებდე, ნამყო უსრული (მოთხრობითი) - ვაკეთებდი, ნა-მყო სრული (სათუო) - გავაკეთებდი; II ჯგუფი: ნამყო მრავალგზითი (მოთხრობითი) - ვაკეთე, ნამყო სრული (მოთხრობითი) - გავაკეთე, აწმყო (სათუო) - ვაკეთო, მომავალი (სათუო) - გავაკეთო, ნამყო უსრულესი (მოთხრობითი) - მიკეთია, ნამყო უსრულესი (სათუო) - მეკეთოს, ნამყო უსრული (სათუო) - მეკეთა (კ.დოდაშვილი, 1894).
კ. დოდაშვილის ეს სქემა დ.ყიფიანისას ემყარება.
XX საუკუნის დასაწყისში საუღლებელ ყალიბთა წარ-მოდგენილი სისტემა უმნიშვნელოდ შეცვალეს ნ.მარმა და ა.შანიძემ.
ქართული ზმნის უღლების სისტემის შესწავლაში მნიშვნელოვა-ნია ნიკო მარის ღვაწლი. მის სახელთანაა დაკავშირებული სამეც-ნიერო ლიტერატურაში საწარმოებელი ფუძის პრინციპის დანერგვა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უფრო ადრე მსგავსი პრინ-ციპით საუღლებელ ერთეულთა დაჯგუფება სცადეს დ. ჩუბინაშ-ვილმა, კ. დოდაშვილმა და თ. ჟორდანიამ. თუ საწარმოებელი ფუძის პრინციპი უმტკივნეულოდ შეიძლება გატარდეს I და II სერიაში, სირთულეს ქმნის III სერიის ნაკვთები. ამ სირთულეს ნ. მარიც გრძნობს; III სერიას არ გააჩნია საყრდენი ნაკვთი. I თურმეობითის ფუძე არ არის საყრდენი დანარჩენი მწკრივებისათვის. ნ. მარი აღ-ნიშნავს: "ეს სამი დრო ერთად უნდა იყოს, რადგანაც ისინი ნაწარ-მოებია ერთი და იმავე წესით, თუმცა ვერც ერთ მათგანს ვერ გან-ვიხილავთ როგორც საყრდენად ხმარებულ დროს, რომლისგანაც სხვები არიან წარმოქმნილნი”. ეს საერთო წესი ინვერსიულობაა. ასევე, მესამე სერიის ფორმებს სინტაქსური კონსტრუქციის ერთგვარობაც აერთიანებს... მაგრამ დაირღვა ძირითადი პრინციპი ნაკვთეულთა დაჯგუფებისა: საწარმოებელი ფუძის პრინციპი.
აკაკი შანიძემ პირველ სერიაში ორი წრე გამოყო, დააზუსტა ტერმინები (აწმყოს კავშირებითი, მყოფადის კავშირებითი) და საბოლოოდ შემდეგი სქემა წარმოადგინა:
I სერია: ა) აწმყოს წრე
1.აწმყო
2.უწყვეტელი
3.აწმყოს კავშირებითი
ბ) მყოფადის წრე
4. მყოფადი
5. ხოლმეობითი
6. მყოფადის კავშირებითი
II სერია: 7. წყვეტილი
8. ბრძანებითი
9. II ხოლმეობითი
10. II კავშირებითი
III სერია: 11. I თურმეობითი
12. II თურმეობითი
13. III კავშირებითი (ა.შანიძე, 1973).
იქვე შენიშვნაში მკვლევარი მიუთითებს, რომ ორი მწკრივი _ ბრძანებითი და II ხოლმეობითი _ დიალექტებშია შემონახული. ამ-დენად, თანამედროვე ქართულისათვის 11 მწკრივი იგულისხმება.
11 მწკრივს გამოყოფს არნოლდ ჩიქობავაც (1962, გვ.107). ავ-ტორის აზრით, "ნაკვთების წარმოება არის ფუძეთა წარმოება და, მაშასადამე, ნაკვთების სისტემაში ამა თუ იმ ნაკვთმა ის ადგილი უნდა დაიკავოს, რაც მას ეკუთვნის წარმოების თვალსაზრისით” (არნ. ჩიქობავა, 1962, გვ. 102). ფორმობრივი მონაცემების გათვალ-ისწინებით, მკვლევარი ნაკვთებს ორ წყებად აჯგუფებს: ძირითად ნაკვთებად მიიჩნევს აწმყოსა და ნამყო ძირითადს, რომელთაგანაც უშუალოდ თუ შუალობით იწარმოება დანარჩენი მწკრივები:
I. გარდამავალი ზმნის აწმყოსაგან (ცვლ-ი-ს) იწარმოება:
ა) პირდაპირი წყობის ნაკვთები:
1. ნამყო უსრული (ცვლ-ი-დ-ა) > 3. კავშირებითი პირველი (ცვლ-ი-დ-ე-ს).
2. მყოფადი (შე-ცვლ-ი-ს) > 4. მყოფადისეული ნამყო უსრული (შე-ცვლ-ი-დ-ა).
5.6.7.თურმეობითი I, II, კავშირებითი III გარდაუვალ ორპირიან ზმნათა ({შე}ს-ცვლ-ი-ა, ს-ცვლ-ოდ-ა, ს-ცვლ-ოდ-ე-ს)>
ბ) შებრუნებული (ინვერსიული) წყობისა:
8. თურმეობითი პირველი გარდამავალ ზმნათა (უ-ცვლ-ი-ა).
II. ნამყო ძირითადისაგან (ცვალ-ა) იწარმოება ნაკვთები:
ა) პირდაპირი წყობისა: 9. ნამყო ძირითადის ხოლმეობითი (ძველ ქართულში): (ცვალ-ი-ს)
10. კავშირებითი მეორე (ცვალ-ო-ს)
ბ) შებრუნებული (ინვერსიული) წყობისა:
11. თურმეობითი მეორე გარდამავალ ზმნათა ({შე}ე-ცვალ-ა).
12. კავშირებითი მესამე გარდამავალ ზმნათა ({შე}ე-ცვალ-ო-ს).
არნ.ჩიქობავამ 1984 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ნაკვთეულთა სისტემა ტრადიციულ სამ სერიად წარმოადგინა.
ამდენად, საყოველთაოდ გაზიარებული თვალსაზრისის მიხედ-ვით თანამედროვე ქართულში 11 მწკრივი/ნაკვთი გამოიყოფა.
უკანასკნელ ხანს კვლავ წამოიჭრა უღლების სისტემის, საუღლე-ბელ ერთეულთა კვალიფიკაციისა და კლასიფიკაციის საკითხი.
გიორგი გოგოლაშვილმა თანამედროვე ქართული ზმნის უღ-ლების სისტემა ფორმალური თვალსაზრისით 8 ერთეულის (ნაკვთის) სახით წარმოადგინა. I სერიის 6 მწკრივი 3 საუღლებელ ერთეულად განიხილა (ზმნისწინი ჩამოაშორა მწკრივის ფუძეს). ავ-ტორის მიხედვით, რამდენადაც ნაკვთთა გამოყოფა და დაჯგუფება საწარმოებელი ფუძის პრინციპს ემყარება, უნდა გამოიყოს იმდენი ნაკვთი, რამდენი განსხვავებული ფუძეც არსებობს. უღვლილების სისტემა უნდა გაიმართოს იმ პრინციპზე, რა პრინციპითაც არის წარმოდგენილი II და III სერიაში. ეს თვალსაზრისი I სერიაში სამი ნაკვთის გამოყოფას ვარაუდობს. შესაბამისად, ახალ ქართულში ზმნური ფორმები დაჯგუფდება სამ სერიად და 8 ნაკვთად:
I სერია:
1-ლი ნაკვთი (აწმყო-მყოფადი) _ (ზმნისწ.)-აკეთებს
მე-2 ნაკვთი (უწყვეტელ-ხოლმეობითი) _ (ზმნისწ.)-აკეთებდა
მე-3 ნაკვთი (I კავშირებითი) _ (ზმნისწ.)-აკეთებდეს
II სერია:
მე-4 ნაკვთი (წყვეტილი) _ (ზმნისწ.)-აკეთა
მე-5 ნაკვთი (II კავშირებითი) _ (ზმნისწ.)-აკეთოს
III სერია:
მე-6 ნაკვთი (I თურმეობითი) _ (ზმნისწ.)-უკეთებია
მე-7 ნაკვთი (II თურმეობითი) _ (ზმნისწ.)-ეკეთებინა
მე-8 ნაკვთი (III კავშირებითი) _ (ზმნისწ.)-ეკეთებინოს
(გ.გოგოლაშვილი, 1988, გვ. 97-98).
საუღლებელ ერთეულთა სრულიად განსხვავებულ პარადიგმას გვთავაზობს ავთანდილ არაბული. მკვლევარმა სემანტიკური პრინ-ციპის გათვალისწინებით, დ. ყიფიანის კვალად, ყველა ზმნისწინიანი ფორმა ცალკე საუღლებელ ერთეულად წარმოადგინა (სულ 16 მწკრივი); ავტორის აზრით, მწკრივის არსებობისათვის აუცილებე-ლია, ერთი მხრივ, დამოუკიდებელი ფორმის (ფუძის), მეორე მხრივ, დამოუკიდებელი გრამატიკული შინაარსის (კატეგორიის ან კატე-გორიათა ჯამის) ქონა. ქართული ზმნის პარადიგმა შემდეგ სახეს მიიღებს:
ხატავს თხრობითი+აწმყო
ხატავდა თხრობითი+წარსული+უწყვეტელი
ხატავდეს კავშირებითი+[აწმყო]+უსრული
დახატავს თხრობითი+მომავალი
დახატავდა კავშირებითი+[წარსული]+სრული
დახატავდეს კავშირებითი+[მომავალი]+ სრული
ხატა თხრობითი+წარსული+უსრული
დახატა თხრობითი+წარსული+სრული
ხატოს კავშირებითი+[აწმყო/მომავალი]+უსრული
დახატოს კავშირებითი+ [მომავალი]+უსრული
უხატავს თხრობითი+წარსული+უსრული+შედეგობითი
დაუხატავს თხრობითი+წარსული+სრული+შედეგობითი
ეხატა კავშირებითი+წარსული+უსრული+შედეგობითი
დაეხატა კავშირებითი+წარსული+სრული+შედეგობითი
ეხატოს " - - - - - - - -"“
დაეხატოს " - - - - - - - -"“ (ა.არაბული, 1999, გვ.50).

ნაკვთთა დაჯგუფებისა და უღვლილების სახეობები ახლებურად არის გაშუქებული ტ. ფუტკარაძის ნაშრომში: "ქართული ზმნის ლოგიკური პარადიგმის საკითხისათვის"; მკვლევრის აზრით, სასურველია, ქართული ზმნის პარადიგმა აიგოს მორფოლოგიურ-სინტაქსური (ფორმალური) და არა მორფოლოგიურ-სემანტიკური პრინციპით, მით უმეტეს, მანქანური თარგმანის მოდელირებისას უფრო გამოსადეგი იქნება ფორმალური პრინციპით აგებული პარა-დიგმისა და სემანტიკური კონების შეპირისპირება; იგი ქართული ზმნის სრული შესაძლებლობების წარმოსაჩენად ზმნური ფორ-მაწარმოების სისტემას სამსაფეხუროვან პარადიგმად წარმოგვიდ-გენს (2006, გვ. 88-95):
I (დიდი) პარადიგმა: ზმნის ფორმაცვალება ყალიბების მიხედვით (ვაკეთებ, ვიკეთებ, ვუკეთებ, ვკეთდები, ვუკეთდები, ვაკეთებინებ...); პირო-ბითად, ამ ხმოვანპრეფიქსიან თუ უპრეფიქსო სახესხვაობებს ნაკვთებს უწოდებს;
II (კლასიკური) პარადიგმა: ზმნის მოცემული ყალიბის ცვლა მწკრივთა მიხედვით (ვაკეთებ, ვაკეთებდი, გავაკეთებდი, ვაკეთე...);
III (მცირე) პარადიგმა: ზმნის მოცემული ყალიბის მოცემული მწკრი-ვის ფორმის ცვლა პირთა (მხოლობითი, მრავლობითი) კომბინაციების მიხედვით (მე გ-ა-კეთ-ებ შენ, მე გ-ა-კეთ-ებ-თ თქვენ, მე ვ-ა-კეთ-ებ მას, მე ვ-ა-კეთ-ებ მათ, ჩვენ გ-ა-კეთ-ებ-თ შენ, ჩვენ გ-ა-კეთ-ებ-თ თქვენ, ჩვენ ვ-ა-კეთ-ებ-თ მას...).
ტ. ფუტკარაძის აზრით, მწკრივთა რიგი შეიძლება შექმნას მხოლოდ საერთო ყალიბისა და ვალენტობის (იხ.3.5.) მქონე ფორ-მებმა; ე.ი. პარადიგმის შიგნით გამოირიცხება ე.წ. ინვერსია (ვ-წერ - მ-ი-წერია) და ერთი სახის პარადიგმის ფარგლებში სხვადასხვა აგე-ბულების ყალიბის მონაცვლეობა - ყალიბთა სესხება (ვ-მეფობ - ვ-ი-მეფე); აქვე წარმოდგენილია ვხატავ ზმნის უღლების (ფორმაწარ-მოების) ნიმუში:
დიდი პარადიგმა:
მე ვ-ხატ-ავ სურათს: მიუმართავი მოქმედების გამომხატველი ორვა-ლენტიანი ყალიბი;
მე ვ-ა-ხატ-ავ მას სურათს: საზედაო მოქმედების გამომხატველი სამ-ვალენტიანი ყალიბი;
მე ვ-ა-ხატ-ვ-ინ-ებ მას სურათს: კაუზატიური მოქმედების გამომხატ-ველი სამვალენტიანი ყალიბი;
მე ვ-უ-ხატ-ავ მას სურათს: ადრესატული მოქმედების გამომხატველი სამვალენტიანი ყალიბი;
მე ვ-ი-ხატ-ავ სურათს: ადრესატული მოქმედების გამომხატველი ორ-ვალენტიანი ყალიბი;
მე ვ-ი-ხატ-ებ-ი: ადრესატული მოქმედების გამომხატველი ერთვა-ლენტიანი ყალიბი;
მე ვ-ე-ხატ-ებ-ი მას: უნებლიე მოქმედების გამომხატველი ორვალენ-ტიანი ყალიბი;
მე ვ-ე-ხატ-ვ-ინ-ებ-ი მას: კაუზატიური მოქმედების გამომხატველი ორვალენტიანი ყალიბი;
მე და-ვ-ხატ-ულ-ვარ: უნახავი და მიუმართავი მოქმედების გამომხატ-ველი ერთვალენტიანი ყალიბი;
მე და-მ-ი-ხატ-ავ-ს ის: უნახავი მოქმედების გამომხატველი ორვა-ლენტიანი ყალიბი;
მე და-ვ-ხატ-ვ-ი-ვარ მას: უნახავი და მიუმართავი მოქმედების გა-მომხატველი ერთვალენტიანი ყალიბი;
მე მიჭმევს ის მას საჭმელს: ადრესატული მოქმედების გამომხატველი ოთხვალენტიანი ყალიბი;
მე და-ვ-უ-ხატ-ავ-ვარ მას: თურმეობითი და უნახავი მოქმედების გა-მომხატველი ერთვალენტიანი ყალიბი;
დახატული ვარ: აღწერითი ერთვალენტიანი ყალიბი.

კლასიკური პარადიგმა:
მე ვხატავ სურათს (აწმყო/მომავალი დრო, თხრობითი კილო, უს-რული ასპექტი);
მე დავხატავ სურათს (მომავალი დრო, თხრობითი კილო, სრული ასპექტი);
მე ვხატავდი სურათს (წარსული დრო, თხრობითი კილო, უსრული ასპექტი);
მე დავხატავდი სურათს (წარსული/მომავალი დრო, თხრობითი კილო, სრული ასპექტი);
მე ვხატავდე სურათს (აწმყო/მომავალი დრო, კავშირებითი კილო, უსრული ასპექტი);
მე დავხატავდე სურათს (მომავალი დრო, კავშირებითი კილო, სრული ასპექტი);
მე ვხატე სურათი (წარსული დრო, თხრობითი კილო, უსრული ასპექტი);
მე დავხატე სურათი (წარსული დრო, თხრობითი კილო და სრული ასპექტი);
შენ ხატე სურათი (მომავალი დრო, ბრძანებითი კილო და უსრული ასპექტი);
შენ დახატე სურათი (მომავალი დრო, ბრძანებითი კილო, სრული ასპექტი);
მე ვხატო სურათი (აწმყო/მომავალი დრო, კავშირებითი კილო, უს-რული ასპექტი);
მე დავხატო სურათი (მომავალი დრო, კავშირებითი კილო,სრული ასპექტი).

მცირე პარადიგმა (თითქმის ანალოგიური პარადიგმა პირველად წარ-მოადგინა ს.ხუნდაძემ; იხ.: ს.ხუნდაძე, 1904, გვ. 115-116; შდრ., აგრეთვე თ.უთურგაიძე, 2002).
მე გ-წერ შენ
მე გ-წერ-თ თქვენ
მე ვ-წერ მას
მე ვ-წერ მათ
ჩვენ გ-წერთ შენ
ჩვენ გ-წერთ თქვენ
ჩვენ ვ-წერთ მას
ჩვენ ვ-წერთ მათ
მე მ-წერ შენ
მე მ-წერთ თქვენ
მე მ-წერს ის
მე მ-წერენ ისინი შენ წერ მას
შენ წერ მათ
თქვენ წერთ მას
თქვენ წერთ მათ
ჩვენ გვ-წერ შენ
ჩვენ გვ-წერთ თქვენ
ჩვენ გვ-წერს ის
ჩვენ გვწერენ ისინი შენ გ-წერს ის
შენ გ-წერენ ისინი
თქვენ გ-წერთ ის
თქვენ გ-წერენ ისინი ის წერს მას
ის წერს მათ
ისინი წერენ მას
ისინი წერენ მათ

სპეციალისტების წრეში ასევე საკამათოა ზმნის კატეგორიათა (დრო, კილო... გვარი, ქცევა, კაუზატივი...) კვალიფიკაციის საკითხი, ზმნის ფორმამცვლელ და სიტყვამაწარმოებელ კატეგორიათა ანუ წარმოქმნისა და უღლების კატეგორიათა გამიჯვნა...
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა დამანა მელიქიშვილის მსჯელობა ქართულ ზმნაში გვარის ცნების წინააღმდეგობრივი ხასი-ათის შესახებ. მკვლევარი ქართული ზმნის ფორმისა (აწმყოს მოდე-ლისა) და კონსტრუქციის (პირთა რელაციის გამოხატვის) მიხედვით გამოყოფს ფართო გრამატიკულ კატეგორიას - დიათეზას: "დიათეზა არის სინტაქსური სტრუქტურა-მექანიზმის ორგანიზაციისა და აქტანტების სინტაქსური რელაციის მორფოლოგიური გამოხატვის წესების ერთობლიობის სისტემა" (დ.მელიქიშვილი, 2001, გვ. 66). დიათეზა, როგორც ზმნის გრამატიკული (მორფო-სინტაქსური) კატეგორია, ფორმისა და სინტაქსური კონსტრუქციის ურთიერთ-შესატყვისობას გვიჩვენებს, ანუ თითოეული დიათეზის მოცემულ კონსტრუქციას ყოველთვის ერთი და იგივე მორფოლოგიური სტრუ-ქტურა შეესაბამება.
თითოეულ დიათეზაში ერთიანდება ერთი სტრუქტურისა და ერთი კონსტრუქციის ზმნები და უღლების ტიპებიც იმის მიხედვით გამოიყოფა; კერძოდ:
I დიათეზაში შედის: ღ-ტჰ-0 სტრუქტურის ერგატიული კონ-სტრუქციის ზმნები; I ქვეჯგუფი: სტატიკური-გარდაუვალი, ავ-ტოაქტივები (ვტირი, ვცახცახებ, ვბობოქრობ...) და II ქვეჯგუფი: დი-ნამიკური-გარდამავალი, აქტივები (რომელთა Mშ ბრუნვაცვალე-ბადია სერიების მიხედვით: კვეთს, ტეხს, ხვეწს...).
II დიათეზაში გაერთიანებულია ღ-ტჰ-ი სტრუქტურის ნომინა-ტიური კონსტრუქციის გარდაუვალი დინამიკური ზმნები (ვთბები, ვიწერები, ვეწერები) და ღ-ი სტრუქტურისა და ნომინატიური კონ-სტრუქციის სტატიკური ზმნები (წერია/სწერია, ხატია, აფენია...).
III დიათეზაში მოიაზრება დატიური კონსტრუქციის სხვადასხვა ზმნები (მიყვარს, მაკანკალებს, მემღერება...) (დ.მელი-ქიშვილი, 2001, გვ. 66-69).
ამგვარად, ქართველ ენათმეცნიერთა და უცხოელ ქართველ-ოლოგთა კვლევების საფუძველზე ქართული ზმნის ბევრი პრობლემა სათანადოდ არის შესწავლილი და გამოკვლეული, თუმცა ქართული ზმნის ბუნების ბოლომდე შეცნობა და სრულყოფილი ანალიზი მო-მავლის საქმედ რჩება.


ლიტერატურა

ანტონ I, ქართული ღრამმატიკა შედგენილი ანტონ I-ის მიერ, ტფილისი, 1885.
ა. არაბული, ზმნის ფორმათა სემანტიკური ანალიზისათვის: ქართული ზმნის ფორმობრივი და სემანტიკური ანალიზი: ენათმეცნიერების ინსტიტუტის XLI სამეცნიერო სესიის მასალები, თბ., 1984.
ა. არაბული, ქართული ზმნის ფორმათა სემანტიკური ანალიზისათვის: მაცნე (ენა-ლიტერატურის სერია), #4, თბ., 1992.
ა.არაბული, ზმნის საუღლებელ ერთეულთა რაოდენობის საკითხისათ-ვის ქართულში: ენათმეცნიერების საკითხები, #1, 1999.
ე. ბაბუნაშვილი, ანტონ პირველი და ქართული გრამატიკის საკითხები, თბ., 1970.
გ. გოგოლაშვილი, ქართული ზმნის უღვლილების სისტემა, თბ., 1988.
თ.გვანცელაძე, ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში, თბ., 2006.
დ. მელიქიშვილი, ქართული ზმნის უღლების სისტემა, თბ., 2001.
კ. დოდაშვილი, ახალი გზა-კვალი ქართული გრამატიკის კვლევა-ძიებისა: ”მოამბე", 1894, #4,6.
სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თხზულებანი, ტ. IV, თბ., 1965.
თ. უთურგაიძე, ქართული ენის შესწავლის ისტორია, თბ., 1999.
თ. უთურგაიძე, გრამატიკული კატეგორიებისა და მათი ურთიერთმი-მართებისათვის ქართულ ზმნაში, თბ., 2002.
ტ. ფუტკარაძე, ქართული ზმნის ლოგიკური პარადიგმის საკითხისათ-ვის: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფა-კულტეტის შრომები (ენათმეცნიერული სერია), ტ. VIII (I), ქუ-თაისი, 2006.
ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, თბ., 1973.
არნ. ჩიქობავა, ქართული ზმნის ნაკვთეულთა დაჯგუფების პრინცი-პისათვის: იკე, XIII, თბ., 1962.
А. С. Чикобава, Грузинский язык, ЕИКЯ, XI, Тбилиси, 1984.
ს. ხუნდაძე, ქართული გრამატიკა, ქუთაისი, 1904.
ბ. ჯორბენაძე, ქართული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები, თბ., 1980.