Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/putkarad/public_html/engine/classes/templates.class.php on line 66 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/putkarad/public_html/engine/classes/templates.class.php on line 70 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/putkarad/public_html/engine/classes/rss.class.php on line 49 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/putkarad/public_html/engine/modules/show.full.php on line 239 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/putkarad/public_html/engine/classes/templates.class.php on line 58 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/putkarad/public_html/engine/classes/templates.class.php on line 62 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/putkarad/public_html/engine/classes/templates.class.php on line 75 ქართველები » ტარიელ ფუტკარაძე

 

Information of news
  • Views: 2523
  • Author: saqartvelo
  • Date: 15-01-2012, 22:00
15-01-2012, 22:00

ქართველები

Category: გამოკვლევები

ქართველები


არქეოლოგიური მასალების მიხედვით, კოლხური კულტურა უეჭველად მოიცავდა აფხაზეთს, ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს, ჭოროხის ხეობას /ლაზეთსა და კლარჯეთ-შავშეთს/, მტკვრის ხეობის დიდ ნაწილს (ტაოს, სამცხე-ჯავახეთს, ქართლს კავკასიონის ჩრდილო კალთების ჩათვლით - ყობანამდე/...

კოლხური კულტურის ენის დადგენის თვალსაზრისით, საყურადღებოა ქართველური სამყაროდან ბერძნულში ნასესხებ სიტყვათა ჩვენება:
საუკუნეების მანძილზე ბერძნულში შესული ქართველური ტოპონიმები და ეთნონიმები, როგორც წესი, საერთოქართველური (pesp. ქართული სამწიგნობრო ენის) ფონემატური სტრუქტურის მიხედვითაა წარმოდგენილი; მაგ: ჰესიოდეს მიერ VIII საუკუნეში დადასტურე-ბულია ფათისი (შდრ., ფოთი); III-I საუკუნეებში გვაქვს: კუტაიისი, სარაპანისი (შდრ., შორაპანი), ეკრე(ა)ტიკეს (ეგრისის) მიწა, აბაზ-კოი (აფხაზეთი), აფშილეთი, სუანი... წარმოდგენილი მასალა, ჩვენი აზრით, ადასტურებს, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის დასასრულს ბერძნებისთვის ცნობილი იყო სწორედ საერთოქართველური თუ სამწიგნობრო ქართულისეული: ფათ-, ქუთაის-, სარაპანის- და სუან- ფორმები, რაც გვავარაუდებინებს, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის მანძილზეც, წელთაღრიცხვათა მიჯნაზეც და შემდეგაც, ბერძნებს ურთიერთობა ჰქონდათ სისინა ა ტიპის (საერთო-ქართველურისა და სამწიგნობრო ქართულის ანალოგიური) ენის მქონე ქართველობასთან. არსებობს ე.წ. თარიღიანი ტოპონიმიც: ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდის ცენტრალურ კოლხეთში სისინა ა ტიპის ენის არსებობას ადასტურებს ძვ.წ. VII საუკუნის შემდეგ დაარსებული ქალაქ ქუთაისის სახელიც...

კოლხური /ქართველური/ კულტურის ენასთან დაკავშირებით საინტერესოა საერთოქართველური ენის თეორიული მოდელის საკითხი.
როგორც წესი, მონათესავე ენობრივი (დიალექტური) ერთეულებისთვის ამოსავალი სტრუქტურის დადგენა ხდება ისტორიულ-შედარებითი მეთოდით: რეალურად არსებული ენობრივი (ფონემატური, მორფოლოგიური, სინტაქსური, სემანტიკური) სტრუქტურების შეპი-რისპირებითი ანალიზით აღადგენენ საერთო (ამოსავალი) ენის თეორიულ მოდელს. ქართველურ სინამდვილეში რეკონსტრუქციის პროცედურას აიოლებს თხუთმეტსაუკუნოვანი წერილობითი ძეგლები და მრავალრიცხოვანი, მაგრამ სტრუქტურულად ერთგვარი დიალექტების არსებობა; თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ქართველოლოგთა დიდი ღვაწლით, ქართველურ დიალექტთა შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე დადგენილია დიალექტთაშორისი ბგერათშესატყვისობები და მორფოლოგიურ-სინტაქსურ-სემანტიკური მიმართებანი; კერძოდ, მრავალი გამოკვლევა დაიწერა, სადაც ნაჩვენებია საერთოქართველური ენისა და სამწიგნობრო ქართული ენის სტრუქტურული (ფონემატური, მორფოლოგიური, სინტაქსური, სემანტიკური) იდენტურობა; კერძოდ, არნ.ჩიქობავას, გ.როგავას, ქ.ლომთათიძის, ვ.შენგელიას, თ.გვანცელაძის, მ.ჩუხუას და სხვათა აზრით, სამწიგნობრო ქართულს დაცული აქვს ამოსავალი ძირითადი სტრუქტურული მოდელები... მცირედითაა განსხვავებული /შუასიბილანტური რიგითა და სონანტების კლასით/ გამყრელიძე-მაჭავარიანის სკოლის წარმომადგენელთა თვალსაზრისი; ამ სამეცნიერო სკოლის წარმომადგენლებიც საერთოქართველურში აღადგენენ სამწიგნობრო ქართულის მსგავს ენობრივ მოდელს...

ქართველურ ენობრივ ველში ბუნებრივია ლაბიოველარიზაციის პროცესი (შდრ., სხვა ენებში აქტიურია პალატალიზაცია, ნაზალიზაცია...); ცნობილია, რომ საერთოქართველურ თანხმოვანთა განსხვავებული რეფლექსები ზანურ-სვანურ ფორმათა მხოლოდ ერთ ნაწილში დასტურდება; კერძოდ, ძ, ც, წ, ზ, ს, ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ სიბილანტები მხოლოდ საერთოქართველურ ფუძეთა ერთ ნაწილში იძლევა ბგერათშესატყვისობებს (მეორე ნაწილში უცვლელი რჩება). ვფიქრობთ, ამ შემთხვევებში ზანურ-სვანური რეფლექსების წარმოქმნა უნდა აიხსნას საერთოქართველურშივე ლაბიოველარიზებული ბგერების არსებობით.
ლაბიოველარიზებულ ბგერათა მეზობლობა ჩანს მიზეზი ზანურში საერთოქართველური ა-ს ზანურ ო-დ ქცევისა; კერძოდ, ვფიქრობთ, ზა-ნურ დიალექტებში საერთოქართველური ა-ს ნაცვლად ო-ს წარმოქმნა განპირობებულია საერთოქართველური ა ხმოვნისა და მეზობელი თან-ხმოვნის ლაბიალური კომპონენტის შერწყმით: ლაბიალიზებული თანხმოვნის ლაბიალური კომპონენტი და მომიჯნავე ა ხმოვანი გვაძლევს ო-ს. არალაბიალიზებული თანხმოვნის მეზობლად არსებული ა ო-ს არ იძლევა. სწორედ ამ და სხვა მიზეზებით შეიძლება აიხსნას ის მრავალი "დარღვევა", როცა საერთოქართველური ა ზანურ კილოებში არ იძლევა ო-ს. ანალოგიური სქემით უნდა მივუდგეთ საერ-თოქართველური ე-ს ქართველურ რეფლექსებს: ე > ა პროცესსაც გარკვეული ფონეტიკური გარემოცვა აპირობებს; შდრ.: დღე - დღა, მზე - მჟა, წნეხ- - ჭინახ-... მაგრამ: ნემსი/ლემსი (აჭარ.) - ლემში/ლეფში (ზან.), ვერძი - ერჯი, შველი - სქვერი/მსქვერი; ე-ს უცვლელობა უმლაუტით ვერ აიხსნება, ვინაიდან იგივე ბოლოკიდური ი ხმოვანი გვაქვს მრავალ სხვა შემთხვევაში, თუმცა მაინც გვაქვს საერთოქართვ. ე > ზან. ა პროცესი (თესლი/თასი, მოზვერი/მოზარი, კვერი/კვარი... შდრ., ჰ.ფენრიხი, ზ.სარჯველაძე, 1990 და სხვ.)...

ზანურ-სვანურში საერთოქართველურ უკანანუნისმიერ თანხმოვნებს ველარული ბგერა უვითარდებათ: ჯ > ჯგ, ჩ > ჩქ, ჭ > ჭყ; ამ შემთხვევებში ამოსავალი ჩანს საერთოქართველური ლაბიოველარიზებული ბგერა; შდრ., შემთხვევითი არ ჩანს, რომ ყველა ქართველურ კილოში გვაქვს ველარულ და ლაბიალურ კომპონენტთა ვარიანტული გამოვლენა: წათხ-/წყათ-, ბარტყ-/ბღარტ-, ბალღ-/ბღარ-, ბღერტ-/ბერტყ-; ხვლიკ-/სლიკვ-, კვიც-/კიცვ-, ბურთ-/ბირთვ-, ჩხიკვ-/ჩხვიკ-, ღაწვ-/ღვანწ-, და თვალ-/თოლ-, ქვეყანა/ქოყანა ტიპის მონაცვლეობანი (ტ. ფუტკარაძე, 1996); გარდა ამისა, საერთოქართველურშივე ჰარმონიული კომპლექსებისა (წინაენისმიერი ხშული+უკანაენისმიერ სპირანტი) და იბერიულ-კავკასიურ ენებში ლაბიალიზებული ბგერების არსებობა საფუძველს იძლევა დავუშვათ, რომ ქართველური დიალექტური ბგერითი რეფლექსები ასახავს საერთოქართველურშივე მიმდინარე ველარიზაცია-ლაბიალიზაციის აქტიურ პროცესებს...

ჩვენი აზრით, სარწმუნოა, რომ დღევანდელი სვანური კილოების მეტად განსხვავებულობა საერთოქართველური ენობრივი მოდელისგან შეპირობებულია არა სვანურის სიძველით, არამედ კავკასიონის კალთებზე სხვა იბერიულ-კავკასიურ, თურქულ და ალანურ ტომთა ხშირი მიგრაციებით; ამ პროცესებმა ქართველური ენის სვანურ მიკროსისტემებში სტიმული მისცა მრავალფეროვან ფონეტიკურ პროცესებს. სვანთა მეტყველებაში დიდია სუპერსტრატულ მოვლენათა კვალი ფონემატურ სტრუქტურასა და მორფოლოგიურ ინვენტარშიც კი; მაგ., სა-კუთრივ ქართველური წარმომავლობის არ ჩანს: პალატალიზებული ხმოვნები; შდრ., აგრეთვე, ჩერქეზული ჩანს სვანური ძირითადი ლექსიკური ფონდის ისეთი სიტყვები, როგორიცაა: მურყვამ "კოშკი", ჩაჟ "ცხენი", მუს "თოვლი", უჩხა "წვიმა", ლემესგ "ცეცხლი", ღოლაქ "ცხვარი, ვერძი", ფაყვ "ქუდი" და სხვ.

ამრიგად, საერთოქართველური ენის (აგრეთვე, სამწიგნობრო ქართულისა და თანამედროვე ქართველური დიალექტების) ძირითადი ფონემატური სტრუქტურა შემდეგი სახით წარმოიდგინება:
თანხმოვნები: ბ, ფ, პ, დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ზ, ს, ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ, გ, ქ, კ, ღ, ხ, B, ყ, ჰ, მ, ნ, რ, ლ (წინაენისმიერ ბგერებს შეიძლება ჰქონდეთ ლაბიოველა-რიზებული ალოფონებიც);
ხმოვნები: ა, ე, ო (შდრ., თ.გამყრელიძე, 1989, გვ.126; მისი აზრით, ზემოთ წარმოდგენილი ბგერითი სისტემა მხოლოდ არქაული ქართულისთვის იყო დამახასიათებელი);
სონანტები: ი/ჲ, უ/ვ.
თ. გამყრელიძის, გ. მაჭავარიანის, ჰ. ფენრიხისა და სხვათა აზრით, საერთოქართველურ სონანტთა რიგში აღდგება მ, ნ, რ, ლ ფონემებიც. სხვა პროფესიონალ სპეციალისტთა მიერ ხანგრძლივი კვლევით დადგენილი წესები და ენობრივი ფაქტების სხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა სხვაგვარი, ვფიქრობ, უფრო ლოგიკური ვარაუდის გამოთქმის საშუალებასაც იძლევა; კერძოდ, საერთოქართველურშივე შეიძლება დავუშვათ -ლ-/-რ-/ალ-/არ-... სუფიქსების ვარიანტულობა:
ქართველურ კილოთა ნაწილსა და სამწიგნობრო ენაში გაბატონდა ოდენთანხმოვნიანი ვარიანტი, ხოლო ზანურ კილოში - ხმოვნიანი, რომელმაც მეგრულსა და ჭანურ კილოებში ტრან-სფორმაციით მოგვცა -ორ-/-ოლ-. საყურადღებოა ისიც, რომ შველ-, გველ-, მგელ- ტიპის ფუძეებში თავდაპირველი ლ ა-სთან შედარებით ვიწრო ე-ს მეზობლად არ იძლევა რ-ს (აქ ის უფრო აღსანიშნავია, რომ ს.ქართვ. ე ზანურში არ გვაძლევს ა-ს ლ > რ პროცესის გამო). მარ-ცვლოვანი სონანტების რეკონსტრუქციის სათუოობის თვალსაზრისით საყურადღებოა ისიც, რომ მ, ნ, რ, ლ თავკიდურ პოზიციაში არ იძლევა ხმოვნიან რეფლექსებს; ეს ფაქტიც თაფლ-, ძაღლ-, მატლ- ტიპის ფუძეებში სონორი (და არა სონანტი!) ლ-ს სუფიქსობას უჭერს მხარს.